ქვემო ქართლის რეგიონში დასაქმების მასშტაბური ფორუმი ჩატარდება.
დასაქმების ფორუმის პირველი ეტაპი 22 ნოემბერს იწყება და ეტაპობრივად, სრულად მოიცავს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს.
ფორუმი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მხარდაჭერითა და რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მერიების ჩართულობით გაიმართება.
დასაქმების ფორუმის პირველი ეტაპი ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებს მოიცავს
თარიღი: 22 ნოემბერი
დრო: 12:00 საათიდან 16:00 საათამდე
ლოკაცია: რუსთავი, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი, ფიროსმანის ქუჩა №7
ფორუმის ფარგლებში:
დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ და გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს.
ფორუმი არის პლატფორმა, სადაც დამსაქმებელი და სამუშაოს მაძიებელი ერთ სივრცეში ერთიანდებიან. დასაქმების მსურველს შესაძლებლობა ექნება, ერთდროულად რამდენიმე ვაკანსიის შესახებ მიიღოს ინფორმაცია და გადაწყვიტოს, რომელ დამსაქმებელთან სურს თანამშრომლობა.
ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს