რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის ცენტრში, კომსომოლსკაიას მოედანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის დედაქალაქის ცენტრში, ყვავილების საწყობში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობაში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 42 ერთეული ტექნიკა და 121 პერსონალი.
მომხდარის მიზეზებს საგამოძიებო კომიტეტი სწავლობს, მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ საქონელი საწყობში არასწორ პირობებში ინახებოდა.