სუიციდის მცდელობა რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ჭყონდიდელის დასახლებაში 25 წლამდე ახალგაზრდა ქალმა სუიციდი სცადა.
ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
პაციენტი ერთერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.