13 წლის ბიჭი მოკლეს

2022-11-20 20:29:41

ზუგდიდში 13 წლის ბიჭი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენს.

როგორც ირკვევა, არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარს წინ მოზარდებს შორის დაპირისპირება უძღოდა. თანატოლებს შორის გარჩევა მესხიას ქუჩაზე მოხდა. სადაც შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთმა ახალგაზრდამ კი 13 წლის ს.მ.-ს დანა რამდენჯერმე ჩაარტყა.

"ინფო რუსთავი" დამატებით დეტალებს არკვვს.


 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები