იპოდრომი რუსთავში. სივრცე უკვე მოწყობილია რუსთავის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების დამაკავშირებელ ხიდთან. ამ დროისთვის, სპეციალურად შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე 9 ცხენია. სივრცე ორ ნაწილად არის გაყოფილი - სასწავლო და საჯირითო.
რუსთავის იპოდროპმზე დასასვენებელი და სხვა გასართობი აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცეების მოწყობაც იგეგმება. იპოდრომის გახსნა იანვრის თვიდან იგეგმება.
ამ ეტაპზე ცხენით 20 წუთით გასეირნების ღირებულება - 20 ლარია. სამომავლოდ იპოდრომით სარგებლობა აბონიმენტების საშუალებით იქნება შესაძლებელი.