ამერიკაში ავარიას ქართველი ბიჭი ემსხვერპლა

2022-11-20 12:20:20

ამერიკაში, ნიუ-იორკში ავტოსაგზაო შემთხვევას ქართველი ემიგრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ამერიკაში მყოფი არაერთი ქართველი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა გარდაცვლილის ძმაც, 19 წლის ბიჭი. ემიგრანტების ცნობით, ახალგაზრდა კომატოზურ მდგომარეობაში, სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავაებული.

"სიკვდილს ებრძვის", - წერენ ამერიკაში მყოფი ქართველები.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები