მერია vs საკრებულო [video]

2022-11-18 19:23:30

რუსთავის საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომას ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და მისი მოადგილეები დაესწრნენ.

სხდომა, დაახლოებით, 5 საათი გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში, საკრებულოში, ხმაური იყო და მწვავე პოლიტიკური ურთიერთბრალდებები ისმოდა.

მხარეები ერთმანეთს, ძირითადად, "არაფრის კეთებაში", არაკომპეტენტურობაში, არასაქმიანი კითხვების დასმაში ან კითხვებზე პასუხისგან თავის არიდებაში, ასევე დემაგოგიური განცხადებებით გამოსვლაში ადანაშაულებდნენ.

კომისიამ, ბიუროზე გასატანად, გარკვეულ საკითხებს მხარი არ დაუჭირა. მათ შორის იყო მერიის მიერ შემუშავებული ახალი სოციალური პროგრამა, რომელიც "შინ მოვლას" ითვალისწინებს.

ლაცაბიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" და  პარტია "საქართველოსთვის" ერთხმად იყვნენ მოწადინებული, რომ ამ მნიშვნელოვანი პროგრამისთვის მხარი არ დაეჭირათ.

რაც შეეხება ენმ-ის წევრის და სოციალური კომისიის თავმჯდომარის, ნანა შატბერაშვილის პოზიციას, მისი თქმით, ამ ეტაპზე აღნშინულ პროგრამას მხარი არ დაუჭირეს, რადგან ჰქონდათ გარკვეული კითხვები, რომელზეც პასუხები ვერ მიიღეს.

ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, ნათია შელეგიას განცხადებით, ის, შემდეგი დახვეწის იმედით, პროგრამის ბიუროზე გატანის მომხრე იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ შელეგიას ხმა ამ შემთხვევაში საკმარისი არ აღმოჩნდა.

ინფორმაციისთვის, კომისიის სხდომაზე დღეს განსახილველ საკითხებში 2023 წელს ასამოქმედებელი სოციალური პროგრამები და ამ კუთხით გათვალისწინებული ბიუჯეტი იყო.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები