რუსთავის საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომისიას, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე და მერის სამივე მოადგილე ესწრება.
კომისიაზე განსახილველი მთავარი საკითხი მომდევნო, 2023 წლის ბიუჯეტის ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებებია.
სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირებაა. საკრებულოს ოპოზიციური ფრთის წევრება და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ისმის პოლიტიკური ურთიერთბრალდებები.