პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გამოცემა The Associated Press ავრცელებს.
პოლონეთის სამთავრობო სპიკერმა პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მინისტრთა საბჭოს კომიტეტის საგანგებო სხდომას გამართავს.
ოფიციალურ დონეზე პოლონურ მხარეს ჯერ არ დაუდასტურებია ინციდენტში რუსეთის მონაწილეობა.