რუსთავი-ლილოს გზაზე საცობია

2022-11-15 17:26:49

რუსთავი-ლილოს გზაზე საავტომობილო საცობია. 

მძღოლების თქმით, უკვე 30 წუთზე მეტია, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საცობის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევაა.

საინფორმაციო სააგენტო დეტალებს არკვევს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები