„მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში“- არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-ს ორგანიზებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟმში მიმდინარეობდა. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა კანდიდატებისთვის, მათთვის სასურველი შეკითხვები დაესვათ და გაცნობოდნენ კანდიდატების ხედვებს, ქალაქის განვითარების კუთხით.