12-13 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 14-15 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, ღამით მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 12-13 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18, ხოლო 14-15 ნოემბერს 11-16 გრადუსი იქნება.
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება: 12 ნოემბერი + 17 °C, 13 ნოემბერი + 18 °C, 14 ნოემბერი + 17 °C, 15 ნოემბერი + 16 °C.