Forbes-ის ქართულენოვანი გამოცემა საქართველოში 150 ყველაზე მსხვილშემოსავლიანი კომპანიის სიას აქვეყნებს.
სია ბიზნესების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშგებებს ეყრდნობა და შესაძლოა, არ მოიცავდეს ისეთ მაღალშემოსავლიან კომპანიებს, რომლებიც გამჭვირვალობაზე უარს ამბობენ და ამგვარ დოკუმენტაციას არ აქვეყნებენ. სიის მიღმა არის საბანკო სექტორი და სახელმწიფო უწყებებიც. ფინანსური ანგარიშგებები, რომლებიც სიის შესადგენად არის გამოყენებული, 2020 წლისაა.
Forbes-ის სიაში რუსთავიდან რამდენიმე კომპანია მოხვდა. მათ შორის არიან:
23 ადგილი - ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია (363 229 000,00 ₾);
25 ადგილი - რუსთავის აზოტი (343 730 000,00 ₾);
36 ადგილი - რუსთავის ფოლადი (222 853 000,00 ₾);
43 ადგილი - ჯეოსთილი (182 310 162,00 ₾)
სიის პირველ ათეულში არიან კლინიკების ქსელი "ევექსი", ოქროს მომპოვებელი კომპანია "RMG", სუპერმარკეტების ქსელი "ნიკორა" და "თეგეტა მოტორსი".