კომპანია „რუსთავის წყლის“ სპეციალური განცხადება.
11 ნოემბერს კომპანია "რუსთავის წყალი" შარტავას მოედანზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. წყლის ნაკადების მართვის გაუმჯობესების მიზნით ახალ მაგისტრალურ მილზე ასევე დაამონტაჟებს 4 ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აუცილებელ სამუშაოებს 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 11 ნოემბერს, დილის 10:00 საათიდან 12 ნოემბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავის VII, VII ა, XIV, XV, XX, XXI მიკრორაიონებს.
კომპანია "რუსთავის წყალი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. წყალმომარაგების სრულად აღგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.