ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

2022-11-09 18:48:41

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა.

რუსთავში, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2,72 ლარად, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2,74 ლარად შეგიძლიათ.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7328 ლარი გახდა

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7366 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0038 ლარი შეადგინა.