პირველი ქართველი კომპანია "ბოლტში' კადრების დასაქმების პოზიციაზე

2021-11-09 12:26:13

რუსთაველი ანა ღვინიაშვილი პირველი ქართველია, რომელიც ესტონეთში, კომპანია "ბოლტში" კადრების შერჩევის პოზიციაზე მუშაობას.

ოცნების წერტილამდე დიდი გზა გაიარა, მანამდე იყო ესტონეთის მთავრობის სტიპენდია და მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ, ტალინის უნივერსიტეტში მაგისტრატურა.

უფრო მანამდე კი, ძალიან რთული ბავშვობა, რომელსაც ანა ახლაც დიდი ემოციებით იხსენებს. 

"ყველაფერი რუსთავში, ჩემს საყვარელ ქალაქში დაიწყო. ყველაზე რთული და ამავდროულად კარგი წლები სკოლას უკავშირდება, თუმცა დაახლოებით მეცხრე კლასში ვიყავი, ცხოვრება რომ ამოგვიყირავდა, ყველაფერი დავკარგეთ. იყო პერიოდი, როდესაც სახლში საჭმელი არ გვქონდა, უშუქობის გამო გარეთა ლამპიონის შუქზე ხშირად მისწავლია. Დაახლოებით 10 ან 11 სახლი გამოვიცვალეთ და ერთ-ერთ სახლში სინესტისგან კედლებზე სოკოებიც კი ამოდიოდა.

ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. მიუხედავად იმისა, რომ ასე გვიჭირდა, ჩემი მშობლები არაფერს იშურებდნენ იმისთვის, რომ კარგად მესწავლა. Ყოველთვის მაძლევდნენ იმედს და ვიცოდი, რომ ოდესმე ამ მდომარეობიდან გამოვიდოდით".

ამბობს, რომ სკოლამ გადაარჩინა. იხსენებს ყველა მასწავლებელს.

"იმ დროს სკოლამ გადამარჩინა, სწავლა იყო ის, რაშიც გამოსავალს ვხედავდი და ძალიან, ძალიან გამიმართლა, რომ რუსთავის 23-ე სკოლაში ვსწავლობდი, ჩემ გვერდით იყო და არის ციკო, დამრიგებელი, ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი, რომელმაც არ მომცა საშუალება დავნებებულიყავი. ყველაზე ცუდ დღეებში, ციკოს თეატრში დავყავდი, ის და მისი შვილი კი ჩემთვის ახალ ტანსაცმელს ყიდულბდენენ. ოღონდ ყველაფერთან ერთად ამაყი ბავშვიც ვიყავი, ამიტომ ყოველ ჯერზე როდესაც ციკო რამეს მჩუქნიდა აყოლება ,"ეს მადოს პატარა მოუვიდა"და მაძლევდა ახალ იარლიყიან ტანსაცმელს.

ასევე იქცეოდა ნანა კობრეიშვილი, რომელიც ასევე შემთხვევით ყიდულება ორ წიგნს რემბრანტის ან გოგენის შესახებ, მერე ჩემთვის რომ ეჩუქებინა. Პირველად, მათ სახლში ვნახე კომპიუტერი და ნინო გაჩეჩილაძე მეხმარებოდა, რომ კომპიუტერის ანი ბანი გამეგო. ქიქი, ქეთევან ჩადუნელი, ადამინი რომლემაც ისტორია და ხელოვნება შემაყვარა. და ვიცი, რომ ყველა ადამიანის ისტორიას აქ ვერ მოვყვები, მაგრამ ამ ადმიანებმა ისევე, როგორც მაია ნეფარიძემ, ქეთევან გოგაშვილმა, ლელა წიქარიშვილმა, მაშინ გადამარჩინეს, უფასოდ მომაზადეს და უბრალოდ ადამიანობა მასწავლეს".

სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. შემდეგ იყო ქართული საუნივერსიტეტო გამოცდილებები, ყველგან სრული დაფინანსებით ისწავლა.

"სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, გრანტით ვისწავლე თსუ-ში, ყოველ სემესტრში მქოდა სტიპენდია, 24 წლისამ საკუთარი მცირე ბიზნესი გავხსენი მეგობრებთან ერთად, ილიაუნიში დავამთავრე მაგისტრატურა, ასევე გრანტით. ამ წლების განმავლობაში იყო ბევრი კრახი და იმედგაცრუება, მაგრამ არასდროს დამიკარგავს ბრძოლის უნარი და შეიძლება ეს კლიშედ ჟღერდეს და ბევრისგან მოგისმენიათ, მაგრამ მართლა ასეა, თუ რაღაც გინდა - უნდა იბრძოლო.

როდესაც ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა საკამრისი გადავწყვიტე, ისევ ამომეყირავებინა ცხოვრება, ამჯერად კარგი კუთხით".

და ამოაყირავა... ამჯერად ესტონური თავგადასავლებით.

"Მივიღე ესტონეთის მთავრობის სრული სტიპენდია, რამაც საშუალება მომცა ტალინის უნივერიტეტში გამეგრძელებინა მაგისტრატურა განათლების ინოვაციებისა და ლიდერობის მიმართულებით.

Ესტონეთში ისეთი  სამსახურის პოვნა, როგორიც მე მინდოდა, არ იყო ადვილი, ამიტომ მზად ვიყავი, გამერისკა. დავიწყე ისევ ნულიდან, სტაჟიორად ამიყვანეს ესტონეთში ყველაზე წარმატებულ კომპანია ბოლტში, ოთხ თვიანი სტაჟირება 2 თვეში დავასრულე და დღეს კომპანიაში ერთადერთი ქართველი რეკრუტერი ვარ, 45 ქვეყნიდან ვარჩევთ ხალხს და ვამაყობ ამ გუნდის წევრი რომ ვარ.

Მეცხრე კლასელი ანა ვერ წარმოიდგენდა რომ "ბიზნეს თრიფები" ექნებოდა დიდ ბრიტანეთსა და შვედეთში ან თიმ ივენთზე კრუიზით წავიდოდა კუნძულზე თავის თანამშრომლებთან ერთად".

გაჩერებას არ აპირებს. წინ ძალიან დიდი გეგმებია.

"ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ და წინ უფრო დიდი გეგმებია.

ამ ისტორიას თუ კითხულობ და უბრალოდ ცუდი დღე გაქვს, იცოდე რომ ეგ ამბავი ნომრალურია, ხან კარგად იქნები ხან ცუდად, მაგრამ იმედი არ დაკარგო, საკუთარი თავი სხვას არ შეადარო, კი მე მიჭირდა და საჭმელიც არ მქონდა მაგრამ მყავდნენ ადამიანები რომლებმაც იმედი მომცეს და ბრძოლა მასწავლეს. Თუ მარტო ხარ, გქონდეს საკუთარი თავის იმედი, იცოდე რომ ყველაფერი წინ გაქვს!".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები