ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7419 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7491 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0072 ლარი შეადგინა.
Bloomberg-ზე გამოქვეყნებული მონაცემით კი 1 დოლარის ღირებულება 2.7350 ლარია.