მე-6 დღეა დაკარგულ რუსთაველ კაცს ეძებენ

2022-11-04 13:54:11

მე-6 დღეა 64 წლის რუსთაველ მერაბ ჯულაყიძეს ეძებენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული კაცის ოჯახის წევრმა განუცხადა, კაცის საძიებო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
დაკარგული პირი ბოლოს რუსთავის თეატრის მიმდებარედ ნახეს, მას შემდეგ მისი კვალი იკარგება.

თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას დაუკავშირდით ოჯახს ნომერზე - 568 55 02 87

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები