ლენტეხის მერის კაბინეტი დაცხრილეს

2022-11-02 18:20:50

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის კაბინეტი დაცხრილეს, რის შედეგადაც შენობაში ცეცხლი გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს შენობაში არავინ იყო.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროსში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.