ხმაური რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ერთმანეთს სუპერმარკეტ "ლუკა და გვანცას" თანამშრომლები და მომხმარებლები დაუპირისპირდნენ.
მაღაზიის თანამშრომლის თქმით, 40 წლამდე მამაკაცები მაღაზიაში შესვლას და პროდუქტის, კერძოდ კი ლუდის, თანხის გადახდის გარეშე წაღებას ითხოვდნენ. მომხმარებლების მეგობრები კი აცხადებენ რომ მამაკაცს ლუდის ნისიად წაღება სურდა და სანაცვლოდ პირადობის მოწმობას უტოვებდა, თანხის გადახდას კი მოგვიანებით აპირებდა.
მომხმარებლმა თხოვნაზე უარი მიიღო, რასაც შელაპარაკება და ფიზიკურ დაპირისპირება მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით ამ დროისთვის 2 მამაკაცი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.