ახალციხეში, სოფელ წნისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 8 წლის ბავშვს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის კლინიკაში გადაიყვანა. მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.