წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მამამთილმა რძალი დაჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქმრის საფლავზე იმყოფებოდა და შემთხვევა სწორედ ამ დროს მოხდა.
დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავეს.
"პოლიციამ ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს",- აცხადებენ უწყებაში.