შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 2023 წლიდან 20%-ით გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
ამასთანავე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის თქმით, იანვრიდან 10%-ით გაიზრდება სასწრაფო დახმარების პერსონალის ხელფასი, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება - 100 ლარით.
დაგეგმილია საჯარო სკოლების მასწავლებელთა დანამატის და მანდატურთა ანაზღაურების ზრდა 125 ლარით, ხოლო სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასის ზრდა 10%-ით. გათვალისწინებულია მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურების მომატება 15-დან 18 ლარამდე, ხოლო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში დასაქმებულთა ანაზღაურება გაიზრდება 10%-ით.
ასევე, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში, შესაძლებელი იქნება, საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა 100 ლარით.
20%-ით მოიმატებს პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ხელფასები.
და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2023 წლის იანვრიდან ანაზღაურება 10%-ით გაზრდება ყველა საჯარო მოხელისათვის.