ავარია რუსთავი-თბილისის ავტობანზე [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ჩქაროსნული მაგისტრალის რუსთავის მონაკვეთზე, "ნისანი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ავტომობილი ჯერ გზის შუა გამყოფ ბეტონის ჯებირს შეეჯახა, შემდეგ კი ინერციით განაგრძო მოძრაობა და უკიდურეს მარჯვენა მხარეს გადავიდა, რა დროსაც ლითონის ჯებირთან შეჯახების შემდეგ გაჩერდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.
ავტომობილში მყოფ ორ პირს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ, მათი კლინიკაში გადაყვანა აუცილებელი არ გამხდარა.