კრიტიკული შეუსაბამობა საშაურმეში

2022-10-13 13:13:00

გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებულ ერთ-ერთ საშაურმეში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა. დარღვევა გასულ თვეში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბიზნესოპერატორების შემოწმებისას გამოვლინდა.

სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, რომ: "ობიექტში ნაკადურობა იყო დარღვეული, ეს არის ტექნოლოგიური ჯაჭვის დარღვევა".

ლიპარტელიანის ინფორმაციითვე, ობიექტს 1 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და მხოლოდ მას შემდეგ განაახლა ფუნქციონირება, რაც დარღვევა გამოასწორა.

შეგახსენებთ, გასულ თვეში ქვემო ქართლის მასშტაბით ინსპექტირება 110  ობიექტში ჩატარდა. რეგიონში ჯარიმა 6 ობიექტს დაეკისრა, აქედან 2-ს კრიტიკული შეუსაბამობისთვის.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში საშაურმის დასახელებას არ აკონკრეტებენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები