თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაფართოვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაფართოვდა. წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-ს, „PSP“-ს, „იმპექსი“-ს, „GPC”-ს, „ფარმსახლი“-ს და „დოიჩე აფთიაქი“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.
თურქეთიდან იმპორტირებული წამლების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად",- ნათქვამია განცხადებაში.
მედიკამენტების ჩამონათვალსა და აფთიაქებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი გაეცნობით ამ ბმულზე: წამლების სია აფთიაქებში.