"მილიარდ ლარს გადააჭარბებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი,"- აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.
„ქვეყანაში გატარებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი, შესაბამისად, იზრდება სახელმწიფოს ბიუჯეტიც, იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება.
მილიარდ ლარს გადააჭარბებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი, რაც აქამდე არასდროს ყოფილა და ბატონი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველ რიგში, ეს ხარჯები მოხმარდება ჩვენი თანამშრომლების ხელფასების ზრდას - უპრეცედენტოა ზრდის მაჩვენებელი. 20%-ით გაზრდილ ხელფასს მიიღებენ 2023 წლიდან ჩვენი თანამშრომლები, ეს იმ ფონზე, როდესაც გასულ წელს უკვე 10%-ით გაიზარდა შს სამინისტროს თანამშრომლების ანაზღაურება.
მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, თითოეული პოლიციელის სახელით, ამ მნიშვნელოვანი სიახლისთვის.
ეს ცვლილება შეეხება თითოეულ თანამშრომელს, როგორც პოლიციელებს, ასევე, მეხანძრე-მაშველებს, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს, პატრულ-ინსპექტორებს და ყველას, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობს,“ - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.