"ანაზღაურება 100 ლარით გაეზრდებათ"

2022-10-03 18:21:53

იანვრიდან სასწრაფოს დახმარების პერსონალის ხელფასი 10%-ით, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება 100 ლარით გაიზრდება.

2023 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიემართება - 1 499 100 000 ლარი, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 850 მლნ ლარს, ხოლო ახალი კორონავირუსული დაავადების - COVID 19-ის მართვისთვის გამოყოფილია 120 მლნ ლარი, მათ შორის 55 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ გამოყოფილი რესურსის ფარგლებში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის (ძირითადად ინფექციური საავადმყოფოს აღჭურვა).