ა(ა)იპ "რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრი" ორგანიზებითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით 3 დეკემბერს ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. დღე მთლიანად დატვირთული იყო სპორტული აქტივობებით, რომელშიც მონაწილეობას შეზღუდული შესაძებლობების მქონე პირები იღებდნენ. შეჯიბრებები ჩატარდბა შემდეგ სახეობებში: მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი და შაში, 15 მონაწილე დაჯილდოვდა. ღონისძიებებს გუბერნიის და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.