როდის აღდგება წყლის მიწოდება რუსთავში

2022-09-21 00:20:34

კომპანია "რუსთავის წყალი"-ს ინფორმაციით:

მაგისტრალური ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამუშაოები მალე დასრულდება, რის შემდეგაც მოხდება მაგისტრალური მილსადენის შევსება. რუსთაველებს წყლის მიწოდება დილის 09:00 საათამდე აღუდგება.

შეგახსენებთ რომ ქყლის მიწოდება 20 სექტემბერს 18 საათზე შეიზღუდა.