საუკეთესო ბრძოლის სცენა - ლაშა მძინარაშვილი გამარჯვებულია

2022-09-19 12:12:23
ლაშა მძინარაშვილმა, ჰოლივუდში ტაურუსის მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოებაზე საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორიის ნომინაციაში გაიმარჯვა.

საუბარია „კინგსმენის" მთავარ საბრძოლო სცენაზე, სადაც ლაშამ ქართული ცეკვის ელემენტები გამოიყენა.
ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს:
"ლაშამ გაიმარჯვა!
„კინგსმენის" მთავარმა საბრძოლო სცენამ, სადაც ლაშამ ქართული ცეკვის ელემენტები გამოიყენა მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოებაზე საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორიაში გაიმარჯვა."