რუსთავის საფეხბურთო კლუბმა 11 წლამდელთა გუნდი დააჯილდოვა [video]

2022-09-13 15:00:30

საფეხბურთო კლუბმა რუსთავმა რუსთავის 11 წლამდელთა გუნდი დააჯილდოვა, რომელმაც "ATEITIS CUP"-ის ტურნირი მოიგო. [ვიდეო/video]

პატარა მოთამაშეებმა მედლები და თასები მიიღეს.

გამოვლინდა ნომინაციებიც - დამატებითი პრიზები გადაეცა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს, ამასთანავე გამარჯვების გოლის ავტორს, გუნდის კაპიტან გიორგი ღუნაშვილს.

მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ 11 წლამდელთა გუნდის მწვრთნელები მამუკა მურჯიკნელი და კახა ტოგონიძე.

პატარა ჩემპიონები საფეხბურთო კლუბ რუსთავის წევრებთან ერთად, ვეტერანმა რუსთაველმა ფეხბურთელმა, კახა ცხადაძემ და რუსთავის მერის მოადგილემ, ოთარ ტატალაშვილმა დააჯილდოვეს.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები