“რამდენიმე ძაღლთმოძულე ცხოვრობს მანდ”

2021-09-03 19:34:59

რუსთავში, შარტავას ქუჩაზე, სავარაუდოდ, ძაღლი მოწამლეს. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" მოქალაქეებმა აცნობეს.

როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ, თამუნა გულიაშვილმა განუცხადა, ძაღლი სამკურნალოდ წაიყვანეს, თუმცა მოხერხდება თუ არა მისი გადარჩენა, უცნობია.

"მოწამვლის ფაქტია. გუშინდელიდან ცუდად გრძნობდა თავს და დღეს საერთოდ ვერ დგებოდა. რამდენიმე ძაღლთმოძულე ცხოვრობს მაგ ტერიტორიაზე, რომელიც აქამდეც იმუქრებოდა ძაღლების მოშორებით. კონკრეტულად ხელს ვერავის ვადებთ, თუმცა ამიტომ გვაქვს ეჭვი.

ძაღლი წაიყვანეს სამკურნალოდ. სიცხე დაუწიეს, 41 გრადუსი ჰქონდა, მაგრამ ძალიან ცუდადაა ძაღლი და გადარჩება თუ არა არ ვიცით", - უყვება "ინფო რუსთავს" თამუნა გულიაშვილი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები