რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის ნებსიმიერ მონაკვეთში არსებული საკანალიზაციო სისტემის გაწმენდა/მოწესრიგების სამუშაოები მთლიანად კომპანია "რუსთავის წყლის" პასუხისმგებლობაში გადადის. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.
როგორც "ინფო რუსთავს" კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განუცხადა, საცოვრებელ სახლთან არსებული პირველივე ჭიდან სამუშაოების შესრულების ვალდებულება "რუსთავის წყალს" დაეკისრა.
"ადრე არსებული რეგულაციების მიხედვით, შესასრუელებელი სამუშაოები იყოფოდა საცხოვრებელი სახლის ან კორპუსის წითელ ხაზებთან, სადაც არ შედიოდა კომპანია და არ წმენდდა საკანალიზაციო ჭებს, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, საცხოვრებელ სახლთან თუ კორპუსთან არსებული პირველივე ჭიდან არის პასუხისმგებელი კომპანია, რომ გაწმინდოს, მოაწესრიგოს ეს ყველაფერი. აღნიშნული გადაწყვეტილება აგვისტოს თვეში მიიღო კომისიამ, უკვე ძალაშია შესული და შესაბამისად, ეს პასუხისმგებლობა კომპანიას უკვე გააჩნია", - განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, თუ კომპანია არ შეასრულებს ახალი რეგულაციებით დაკისრებულ პასუხისმგებლობას, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ სემეკს და კომისია მოახდენს შესაბამის რეგირებას.