კომპანია "რუსთავის წყალი" 50 000 ლარით დაჯარიმდა.
გადაწყვეტილება, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, ცოტა ხნის წინ მიიღო.
კომპანია სემეკმა სალიცენზიო პირობების დამრღვევად ცნო და დასანქცირებასთან ერთად გარკვეული რეკომენდაციებიც წარუდგინა, რომლის შესასრულებლადაც კონკრეტული ვადები გამოუყო.