რატომ არ ჩანდა მოქალაქეთა დანაზოგების შესახებ ინფორმაცია

2022-08-29 12:17:25

საპენსიო სააგენტო განმარტავს მობაილ ბანკების აპლიკაციებში რატომ არ ჩანდა მოქალაქეთა დანაზოგების შესახებ ინფორმაცია როგორც სააგენტოს მთავარი ტექნოლოგიების ოფიცერი ნიკოლოზ გაგნიძე აცხადებს, შაბათ-კვირის განმავლობაში ისინი ელექტრონულ ბაზებს აახლებდნენ, აღნიშნული დროის განმავლობაში კი ინფორმაცია მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომი არ იყო.

საპენსიო სააგენტო პერიოდულად ახორციელებს აიტი ინფრასტურქტურის განახლებას. როგორც იცით, ჩვენს მონაცემთა ბაზაში დაცულია მილიონობით მონაცემი და მათი დამუშავებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა შესაბამისი დაცვისა და წარმადობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.

დღეს მიმდინარეობდა ერთ-ერთი ასეთი ტექნიკური განახლება, რომლის დროსაც შეზღუდული იყო წვდომა მონაწილეების პირად საპენსიო გვერდებზე და ინტერნეტ ბანკში საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაციაზე. ამ ეტაპზე აღნიშნული განახლება დასრულებულია და კვლავაც ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა სერვისი და ინფორმაცია”,-აცხადებს გაგნიძე.