ძლიერი ხანძარი ტყის მასივში

2022-08-28 15:41:30

თბილისში, კრწანისის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის მასივში გაჩნდა.

დაკვამლიანება შესამჩნევია რუსთავიდანაც.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ახორციელებენ. 

 



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები