რუსთავში ავტომობილი ქალს შეეჯახა

2022-08-26 22:35:51

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულს ქალს შეეჯახა.

დაშავებული ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი განყოფილების ექიმის, გიორგი მოდებაძის თქმით, პაციენტს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.

"სასწრაფომ შემოიყვანა შუახნის ქალბატონი. პაციენტს აღენიშნება ზედაპირული დაზიანებები. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რამდენიმე საათში ბინაზე გაეწერება", - აცხადებს ექიმი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები