ლარი მკვეთრად გაუფასურდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8705 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8192 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0513 ლარი შეადგინა.
Bloomberg-ზე გამოქვეყნებული მონაცემით კი 1 დოლარის ღირებულება 2.8568 ლარია