"რუსთავში ბინის დაქირავება შეუძლებელი გახდა"

2022-08-20 19:05:15

რუსთავში ბინის დაქირავება ზაფხულის პერიოდში 200-300 ლარით კიდევ გაძვირდა.

რუსთაველები სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ, რომ ალაი ბინის ქირაობა პრობლემური გახდა.

"რა გახდა სახლის ნახვა ქირით?" - დღის განმავლობაში ჯგუფებში მსგავსი შინაარსის ათობით პოსტს შეხვდებით.

"ინფო რუსთავი" თემასთან დაკავშირებით უძრავი ქონების აგენტებს ესაუბრა.

"ყოველ დღე ძვირდება. ქირაზე კოშმარი ხდება, საერთოდ არ იშოვება და თუ იშოვი 600 ლარი მინიმალური ფასია და ადის 900 ლარამდე. 400-500 ლარს ისეთ ბინებს აფასებენ, რომ მართლა ვერ შეხვალ მაგ ბინაში. საერთოდ აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა რამდენ ოთახიანია. დღის განმავლობაში 10 ადამიანი მაიც გვირეკავს მეტი თუ არა ქირაზე, მაგრამ არაა, ფიზიკურად არაა და თუ არის ისეთი ფასი აქვს, რომ იმას ქართველი ვერ შეწვდება", - უთხრა "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა აგენტმა.

უძრავი ქონების ბაზარზე ვარაუდობენ, რომ ფასები კიდევ უფრო მოიმატებს სექტემბერში.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები