დათვმა ახლაგაზრდა კაცი მოკლა

2022-08-19 18:17:38

ასპინძის მთაში დათვი მწყემსს თავს დაესხა. შემთხვევა საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს მოხდა.

35 წლამდე მამაკაცი მთაში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. თავდასხმის დროს დათვი მოკლეს, თუმცა გარეულმა ცხოველმა მწყემსის სასიკვდილოდ დაზიანება მოასწრო. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მწყემსი ასპინძის მთის საზაფხულო საძოვარზე კახეთის მუნიციპალიტეტიდან იყო ასული. ოჯახი მთაში ცხვრის ფარას აძოვებდა. 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები