ალექსანდრე წივწივაძემ დისკვალიფიკაცია მიიღო

2022-08-19 17:27:25

რუსთაველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნეს. გადაწყვეტილება მსაჯებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს.

სპორტსმენმა დისკვალიფიკაცია ნახევარფინალში ხაზთან ზედმეტად ახლოს მიწევის გამო მიიღო და ჩემპიონატს გამოეთიშა.

შეგახსენებთ, ალექსანდრე წივწივაძე ევროპის უმაღლესი კლასის ჩემპიონატზე ასპარეზობდა. შეჯიბრი გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარეობს.




ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები