საცხოვრებელ სახლში ხანძარს კაცი ემსხვერპლა

2022-08-18 15:14:33

გორში, დევნილთა დასახლებაში გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კოტეჯში ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დასახლებაში მერის წარმომადგენელმა, ზურაბ მურადაშვილმა განუცხადა, ხანძრის დროს კაცმა სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა და დაიღუპა.

თვითმხილველთა განცხადებით, შემთხვევის დროს, სახლში ოჯახის კიდევ ერთი წევრი, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელმაც ხანძარს უვნებლად დააღწია თავი.

ხანძარი ამ დროისთვის ლიტვიდირებულია.