კომპანია რუსთავის წყლის სპეციალური განცხადება.
18 აგვისტოს, კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია" მაღალი ძაბვის 110 კილოვატიან გადამცემ ხაზზე გადაუდებელ სამუშაოებს განახორციელებს. ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება შუწყდება კომპანია "რუსთავის წყლის" ხრამის სათავე ნაგებობას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 18 აგვისტოს დილის 10:00 სთ-დან საღამოს 22:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.
რუსთავის წყალი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.