რუსთავის სსიპ ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N26 საჯარო სკოლას 15 ახალი პერსონალური კომპიუტერი გადაეცემა.
კომპიუტერებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით 274 სკოლისთვის ყიდულობს, რომელთა შორისაც რუსთავის 26-ე საჯარო სკოლაცაა.
სააგენტო საერთო ჯამში 2 528 ახალ პერსონალურ კომპიტერს შეიძენს, რომლისთვისაც 5 801 760 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი აქვს გამოცხადებული.