სოჭში მასშტაბურ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული- ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს. [ვიდეო/video]
გამოცემის ცნობით, მერმა ალექსეი კოპაიგოროვსკიმ კვირას, 24 ივლისს თქვა, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში სტიქიამ ქალაქის ყველა რაიონში ნგრევა გამოიწვია, ყველაზე მეტად კი ცენტრალური უბანი დაზარალდა.
მერის ცნობით, სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ათობით სხვა, მათ შორის 10 ბავშვი, გადაარჩინეს წყლის ნაკადებს, რომლებიც „გადიოდა ქუჩებში და ანადგურებდა ყველაფერს მათ გზაზე“.