ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში

2022-07-23 17:30:03

გლდანში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი იყო. ადგილზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

უწყების ცნობით, დაშავებულებთან დაკავშირებით საგენგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ინფორმაცია არ ულა.

რა გახდა ცეცხლის გამომწვევი მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები