რუსთავის საგამოცდო ცენტრში დღეს აბიტურიენტებმა გეოგრაფიის გამოცდა ჩააბარეს.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა, ზვიად მურადაშვილმა განუცხადა, გამოცდაზე დარეგისტრირებული 39 აბიტურიენტიდან რუსთავის საგამოცდო ცენტრში 25 მივიდა.
მისივე თქმით, გამოცდის მიმდინარეობისას არ დაფიქსირებულა დაგვიანების ან აპლიკანტის მოხსნის შემთხვევა და პროცესმა მშვიდ ვითარებასი ჩაიარა.