გოგაშვილის დაკავებაზე სუს-ში პირველი განმარტება გაკეთდა

2022-07-16 13:23:40

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება კეთდება.

სუსში ამბობენ, რომ გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე. საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სოსო გოგაშვილი დააავეს. დამატებით ინფორმაციას სუსი, სავარაუდოდ, მოგვიანებით გაავრცელებს.