WhatsApp-ს ახალი ფუნქცია დაემატება

2022-07-14 13:01:05

WhatsApp-ს ახალი ფუნქცია დაემატება. Wabetainfo.com-ის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში, მომხმარებლები პროფილის სტატუსში ხმოვანი შეტყობინებების დამატებას შეძლებენ.

"ხმოვანი შეტყობინების მოსმენას მხოლოდ მომხმარებლის მიერ არჩეული ადამიანები შეძლებენ. ისე, როგორც ეს სტატუსის კონფიგურაციებშია მითითებული" - წერს გამოცემა.

თუმცა, კონკრეტულად როდის დაემატება WhatsApp-ს ეს ფუნქცია, ჯერჯერობით უცნობია.

ასევე, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ აღნიშნულ პროგრამაში, შეტყობინებებზე რეაქციებისთვის ახალი ე.წ. "ემოჯები" დაემატება.